შაბათ-კვირას მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი

13 ივლისი 2018, 00:00 10918 ნახვა

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ივლისიდან საქართველოში ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

15-16 ივლისს წვიმის ინტენსივობა მოიმატებს და ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია სეტყვა მოვიდეს.

რაც შეეხება აჭარას - მომდევნო დღეების განმავლობაში,  როგორც სანაპირო, ასევე მთიან რაიონებში ძლიერ წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე კი 3-4 ბალი ღელვა იქნება. 

სინოპტიკოსები ინფორმაციით, მოსალოდნელი ამინდის მკვეთრი გაუარესების ფონზე, 15 ივლისის ღამისა და დილის საათებში საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები, როგორიცაა - წყალმოვარდნა, მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების გააქტიურება, მდინარეებსა და მშრალ ხეობებში წყლის დონის მკვეთრი და უეცარი მომატება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში