აგროპორტალი  ფერმერებისთვის

13 ივლისი 2018, 00:00 1839 ნახვა

მრავალფუნქციური აგროპორტალი გააცნეს ფერმერებს ქობულეთის აგროსერვისცენტრში გამართულ შეხვედრაზე. ინტერნეტ პორტალი  “აგროფეისი” სოციალური ქსელის პრინციპით მუშაობს, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს შეუძლიათ აგრობროკერებთან დაკავშირება და სასურველი პროდუქციის გაყიდვა ან შეძენა, ასევე ონლაინ კონსულტაციების მიღება  სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან, სერვისებში შედის აგრო და ვეტკალენდარი.

პორტალის საშუალებით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ  მათი საქმიანობა და პროდუქცია სამიზნე აუდიტორიას გააცნონ, სისტემა ავტომატურად ეძებს მათზე მორგებულ საჭირო კონტაქტებს. პორტალი ასევე აერთიანებს  აგროსიახლეებს,   ვიდეოგაკვეთილებსა და მოკლე ტექსტური შეტყობინების ინფორმატორს. მომსახურების მისაღებად ფერმერები ინტერეტ პორტალზე  უნდა დარეგისტრირდნენ.

ამავე კატეგორიაში