სამოქალაქო სექტორის ნაწილის შეთავაზება პრეზიდენტს

13 ივლისი 2018, 00:00 1863 ნახვა

აჭარის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე ნანა მეგრელიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელია, უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურა და ისინი პრეზიდენტს სთავაზობენ გოჩა გუგუნავას კანდიდატურას.  

ნანა მეგრელიძის თქმით, გუგუნავა აჭარის პრობლემებს კარგად იცნობს და ადგილობრივების ნდობით სარგებლობს.

რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს, ის რეგიონის პრობლემებს არ იცნობს. შეგახსენებთ, გოჩა გუგუნავა ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში