კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია

13 ივლისი 2018, 00:00 1482 ნახვა

ბათუმში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაციის  ფარგლებში  ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთის კეთილმოწყობითი სამუშაოები ხორციელდება. მერიის ინფორმაციით,  უკვე დასრულდა  ლუკა ასათიანის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე არსებული მონაკვეთის კეთილმოწყობა.

კონკრეტულად კი მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი,  დაიგო დეკორატიული ფილები,  მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. იგება ასფალტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ დ აათვალიერა. პროექტისთვის სულ 3 მილიონ 894 999 ლარია გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში