ბათუმში თურქეთის კონსულმა 2016 წელს თურქეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა

13 ივლისი 2018, 00:00 2290 ნახვა

თურქეთში 2 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე დღეს ბათუმში თურქეთის კონსულმა  მაქბულე ქოჩაკმა ისაუბრა. მისი  თქმით, თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იბრძვის ტერორიზმის  წინააღმდეგ და მზად არის საკუთარი მოქალაქეები  დაიცვას.

კითხვაზე იმოქმედა თუ არა პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ქოჩაკი ამბობს, რომ ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. კონსული მომხდარს სამხედრო გადატრიალებად აფასებს და აცხადებს, რომ  ფეთჰულა გიულენს მხარდამჭერები ჰყავს ამერიკის სენატშიც, გამოძიება დაწყებული აქვს ფედერალურ ბიუროსაც. 2 წლის წინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს საკონსულოში ფილმიც აჩვენეს.

ამავე კატეგორიაში