აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში

13 ივლისი 2018, 00:00 2021 ნახვა

ფრენბურთში აჭარის ღია ჩემპიონატი დასრულდა.   შეჯიბრებაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს რამდენიმე რეგიონის 48 წყვილი მონაწილეობდა. უმცროს ფრენბურთელებში გამარჯვებული სამტრედია გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ბათუმის გუნდებმა გადაინაწილეს.

უფროსი ასაკის გამარჯვებული  ქუთაისის წყვილი გახდა, მეორე ადგილი ბათუმმა დაიკავა.  მესამე ადგილზე ბოლნისის გუნდი გავიდა. შეჯიბრება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტისა და აჭარის ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში