კონფერენცია-„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“

14 ივლისი 2018, 00:00 1730 ნახვა

„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“-მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში დასრულდა. ფორუმის მონაწილეებმა ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმულ  ნაბიჯებზე  და არსებულ  გამოწვევებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა      ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა   და აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობაზე, კერძო და საჯარო უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავებაზე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.

შეხვედრა ორგანიზებული იყო  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 100 – ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში