ხულოში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

14 ივლისი 2018, 00:00 6331 ნახვა

ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში, 50 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივებმა შენიშნეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. 

გარდაცვლილი სოფელ ირემაძეებში ცხოვრობდა. ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

მოსახლეობის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სოფლის ტყეში, გუშინ, გვიან ღამით იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში