ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

14 ივლისი 2018, 00:00 2399 ნახვა

ამ დრომდე უცნობია რა გახდა 50 წლამდე ქალის დაღუპვის მიზეზი ხულოში სოფელ ირემაძეების ტყეში. ოჯახის ინფორმაციით გარდაცვლილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა გუშინ საღამოს კი ქალის ცხედარი ტყეში შენიშნეს.

ოჯახისთვის ასევე უცნობია ვინ დაურეკა სამართალდამცველებს. ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.  შსს -ს საქმეზე გამოძიება 116 -ე მუხლით აქვს დაწყებული , რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში