ავტოავარიის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

15 ივლისი 2018, 00:00 3348 ნახვა

ამ დრომდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, ხოლო კაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაცით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და  შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად  3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩვილი ტყუპი. მომხდარზე  გამოძიება დაწყებულია. ახალ შემოვლით გზაზე ეს პირველი  ავტოსაგზაო შემთხვევაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში