თურქეთში  ავარიის  შედეგად  საქართველოს  მოქალაქეები  დაშავდნენ

16 ივლისი 2018, 00:00 3271 ნახვა

თურქეთში, სამსუნი-ანკარის ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში