ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

16 ივლისი 2018, 00:00 3612 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე  შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს  მფარველობას დაპირდა.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს  ქრთამის სახით  500 ლარი  გამოართვა. დანაშაული 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში