საფრანგეთის  ნაკრები   ფეხბურთში  მსოფლიო  ჩემპიონია

16 ივლისი 2018, 00:00 1626 ნახვა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალში ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა.ფრანგებმა პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტული მეორედ მოიპოვეს, ხორვატიამ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, 19 წლის ფრანგი კილიან მბაპე დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მეკარის ჯილდო  ბელგიელ ტიბო კურტუას ერგო. შეგახსენებთ, ტურნირზე მესამე ადგილი ბელგიის ნაკრებმა დაიკავა.  

ამავე კატეგორიაში