დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა

17 ივლისი 2018, 00:00 2095 ნახვა

დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა-აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.  გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ისინი  რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ერთ-ერთს სხეულის  50%-იანი,  ხოლო მეორეს 25%-იანი დამწვრობა აქვს.  ორი პაციენტი კი სხვადასხვა განყოფილებებშია მოთავსებული.

მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღეში გაიწერებიან კლინიკიდან. შეგახსენებთ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს 6 მუშა დაშავდა. მათაგან 4  მკურნალობის კურსს დედაქალაქში, დამწვრობის ცენტრში გადის, ერთ-ერთი გუშინვე გაწერეს ბინაზე, მეექვსე დაშავებულის გადაყვანა კი თბილისში საჭირო აღარ გახდა. 

ამავე კატეგორიაში