ცივი იარაღის ტარების უფლება -საკონსტიტუციო სარჩელი

17 ივლისი 2018, 00:00 2049 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო მოქალაქე სერგო ტაბატაძის სარჩელის განხილვა, რომელიც ცივი იარაღის ტარების კანონიერებას ეხება. სადავო ნორმა აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად კი, მოსარჩელე დასაქმებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევს საველე პირობებში მუშაობა, რის გამოც სამსახურებრივი მიზნებისთვის ატარებს დანას. აღნიშნულის მიუხედავად, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისთვის. მას სასამართლომ განუმარტა რომ მას მხოლოდ მაშინ ექნება ცივი იარაღის ტარების უფლება, თუკი მას ექნება მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება და, ამავე დროს, დარეგისტრირებული ექნება ცეცხლსასროლი იარაღი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმისთვის ამგვარი შინაარსის მინიჭება ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას, რაც გულისხმობს პირის მიერ იმის განჭვრეტას თუ რა ქმედებები წარმოადგენს რეალურ სამართალდარღვევებს. 

ამავე კატეგორიაში