''შახტების დაკეტვის მიუხედავად, მაღაროელებს შახტში შესვლას აიძულებენ'' - პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

18 ივლისი 2018, 00:00 1662 ნახვა

"შპს ,,საქნახშირი"-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს მეშახტეები შახტაში ჩაიყვანოს და სამუშაოები გააგრძელებინოს.

ანუ, შახტაში სადაც ორი დღის უკან 10 ადამიანი უსაშინლეს ავარიაში მოყვა, რამაც 4 ადამიანის გარდაცვალება და დანარჩენების დაშავება გამოიწვია, მეშახტეებს ჩასვლას აიძულებენ" - ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფესიული გაერთიანება ავრცელებს. 

პროფკავშირების წარმომადგენლები, მოუწოდებს პრემიერ მინისტრს, კომპანიის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება.

"პირველი იმედგაცრუება პროცესის დასაწყისში - მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ორი დღის უკან, შახტების დაკეტვის, საფუძვლიანი გამოძიების, საფრთხეების სიღრმისეული შეფასების და იძულებითი მოცდენის პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის სრული გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შპს ,,საქნახშირი"-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს მეშახტეები შახტაში ჩაიყვანოს და სამუშაოები გააგრძელებინოს.

ანუ, შახტაში სადაც ორი დღის უკან 10 ადამიანი უსაშინლეს ავარიაში მოყვა, რამაც 4 ადამიანის გარდაცვალება და დანარჩენების დაშავება გამოიწვია, მეშახტეებს ჩასვლას აიძულებენ.

მეშახტეები ამის გამო ძალიან გაბრაზებულები, ნაწყენები და იმედგაცრუებულები არიან.

ქვეყანაში სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს კონკრეტული კერძო კომპანია, საერთოდ როგორღა უნდა ქონდეს რომელიმე მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურების ნდობა.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, კომპანიის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება" - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში