ნაციონალური მოძრაობის მუშაობის ანგარიში

20 ივლისი 2018, 00:00 2068 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, თვითმმართველობაში მათი მუშაობის ანგარიში შეაჯამეს და სამოქალაქო საზოგადოებას გააცნეს. ისაუბრეს მათ ინიციატივებსა და ალტერნატიულ ბიუჯეტზე, რომელიც საკრებულოში განხილვის მიღმა დარჩა.

ოპოზიცია აცხადებს, პრობლემები ექმნებათ მერიის შეპესეებისგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს. ლევან ანთაძემ დეტალურად ისაუბრა მათ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ ბიუჯეტზე - განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო 26 მილიონი ლარის დაზოგვა და მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება. მისი განცხადებით მუნიციპალურ ბიუჯეტში მაღალია ბიუროკრატიული ხარჯები, რაც ძირითადად ხელფასებზე, საწვავისა და სხვადსხვა სახის მომსახურებაზე იხარჯება.

საანგარიშო შეხვედრა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ენდიაის ორგანიზებით გამართეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში