ლაშა გობაძე თურქეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

22 ივლისი 2018, 00:00 1471 ნახვა

ლაშა გობაძე თურქეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  ეროვნულმა ნაკრებმა სტამბოლში მიმდინარე "ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის" საერთაშორისო ტურნირის პირველ საფინალო დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ჩემპიონი კი ლაშა გობაძე გახდა.  82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს პრიზიორმა ფინალში თურქი მეტოქე, ემრაჰ კუში  4 ქულიანი კისრულით დაამარცხა, ფინალამდე ლაშამ სამი მეტოქე ჩამოიცილა და კარიერაში მეორედ გახდა "ვები ემრეს" პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. ვერცხლის მედალი  ალექსი ლოდიას ერგო,    ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა მარიამიძე   დაეუფლა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ლენურ ტემიროვს 2-1 მოუგო.წამყვანი

ამავე კატეგორიაში