აქცია სოფელ გორგაძეებში- მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

22 ივლისი 2018, 00:00 1380 ნახვა

ჩაქვში, სოფელ გორგაძეების მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს. სოფლის მცხოვრებლებმა მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურით შექმნილი პრობლემები დღეს აქციაზე გააპროტესტეს.  როგორც ყვებიან, შიდა სასოფლო გზაზე, რომლითაც 40-მდე ოჯახი სარგებლობს, წლებია სამუშაოები არ ჩატარებულა. ამბობენ, რომ მიმართვის მიუხედავად, მათი მოთხოვნები რეაგირების გარეშე რჩება.

სოფელში შეკრებილ მოსახლეობას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ გზების რეაბილიტაციის პროექტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული. მოსახლეობას შეხვდა ქობულეთის მერის წარმომადგენელიც. მისი თქმით, ფინანსების არარსებობის გამო სამუშაოები წელს არ იგეგმება. გიგა ცეცხლაძის განცხადებით, წელს გზა სოფლის სხვა ნაწილში შეკეთდა, ამ მონაკვეთის მოასფალტებისთვის კი თანხა, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება.  

ამავე კატეგორიაში