ლეონიძის ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი

22 ივლისი 2018, 00:00 4935 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის 2 ნომერში  მდებარე კორპუსის მცხოვრებლები სახლის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მერიამ წლების წინ ამხანაგობის კუთვნილი ტერიტორია ფარულად გაასხვისა, ახლა კი მეპატრონემ სამშენებლო სამუშაოების დაწყების მოტივით ტერიტორიის ნაწილი შემოღობა. კორპუსის მცხოვრებთა თქმით, გასხვისებულ  ფართობზეა მწვანე ზოლი და კორპუსის ეზოს შესასვლელი.  ისინი  მერიისგან მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და სამშენებლო ნებართვის კანონიერების შესწავლას მოითხოვენ. 

სატელევიზიო კომენტარზე მესაკუთრის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოგაძემ უარი განაცხადა. სატელეფონო საუბარში კი გვითხრა, რომ ამჟამად ის პოლიციის განყოფილებაშია  და  ახსნა - განმარტებს აკეთებს, ხოლო ხვალიდან ისიც თავისი კანონიერი უფლების დასაცავად ქალაქის მერიას მიმართავს.  როგორც არქიტექტურის სამსახურში  გვითხრეს, ნაკვეთის პრივატიზება და პროექტის გაცემა წლების წინ მოხდა. სამსახურის უფროსი,   მირიან მეტრეველი  დაგვპირდა,რომ  დეტალებზე დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

ამავე კატეგორიაში