7 საათიანი გამოკითხვა საპატიმროში

22 ივლისი 2018, 00:00 1551 ნახვა

7 საათს გაგრძელდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვა. დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით საუბარი ბევრ დეტალს შეეხო და კომისიის წევრებ ყველა მიმართულებით ჰქონდათ კითხვები.

დეპუტატი კონკრეტულ საკითხებზე არ საუბრობს, თუმცა  აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნაში მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება. კომისიის კიდევ ერთი წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით მიღებულ ინფორმაციას სხვა ჩვენებების საფუძველზე გაანალიზებენ.

ამავე კატეგორიაში