ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

23 ივლისი 2018, 00:00 1818 ნახვა

კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

გორში მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 3 ოჯახი. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია გარდაბანში.  გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება.

ამავე კატეგორიაში