ტყიბულში თეატრის შენობის წინ მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

23 ივლისი 2018, 00:00 1960 ნახვა

ტყიბულში თეატრის შენობის წინ მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შახტში დასაქმებულები საქნახშირის ადმინისტრაციის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, მანამდე კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.მეშახტეები ითხოვენ, შახტში მუშაობა მას შემდეგ აღდგეს, რაც ხელმძღვანელობა შეიცვლება და უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდება.  

ტყიბულის მერის განცხადებით, „საქნახშირის“ხელმძღვანელობა თანამდებობას დღეს დატოვებს. მათ შორის კომპანიის ხელმძღვანელი პირები და დირექტორის მოადგილე.  მეშახტეები მოითხოვნებს შორისაა, საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში თავადაც ჩაერთონ. ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო.

ამავე კატეგორიაში