ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოინგრა

23 ივლისი 2018, 00:00 3365 ნახვა

ხელვაჩაურში, მშენებარე სახლი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს 4 მუშა დაშავდა. ოთხივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, მუსხელიშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, ჩამოიშალა მშენებარე ობიექტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია. 

ამავე კატეგორიაში