საპენსიო რეფორმის კონსტიტუციურობა სადავო გახდა 

23 ივლისი 2018, 00:00 2266 ნახვა

კანონპროექტი, რომელზეც ხელი ჯერ პრეზიდენტს არ მოუწერია და შესაბამისად არც ძალაში შესულა, შესაძლოა მალე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.  დაგროვებითი პენსიის შესახებ მესამე მოსმენით მიღებულ პროექტზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ეს ფაქტობრივად გადასახადის დაწესებაა, რაც რეფერენდუმს საჭიროებდა.

რაც შეეხება ხალხს, ხალხის ნაწილი არ ენდობა ქვეყნის მთავრობას, რომელიც ხშირად იცვლება და ქვეყანას, სადაც 30 წლის წინ დაგროვილი ფული, ანაბრები გაუყინეს. რა დაამტკიცა პარლამენტმა, რა მოსწონს ინიციატივაში უმრავლესობას და რა არ მოსწონთ პროექტის ოპონენტებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში