რატომ შემოღობა ''ორბმა'' ტერიტორია ბასკოსთან?

23 ივლისი 2018, 00:00 2253 ნახვა

სპეციალური ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილი სპორტსმენები ბათუმში – მას შემდეგ რაც ბასკოს უკან ფლიგელები გაიყიდა და იქ “ორბმა” მშენებლობა დაიწყო, სპორტული ჯგუფები სხვადასხვა სივრცეში გადაიყვანეს, თუმცა მათ არ ჰყოფნით დარბაზები და ვერ ატარებენ შეჯიბრებებს.

ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა, ანუ ის ობიექტი სადაც ჯგუფები უნდა გადაიყვანონ, სატენდერო წინადადების თანახმად მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, მანამდე კი სპორტსმენებს იმავე პირობებში მოუწევთ ყოფნა. თემამ ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიქცია, რაც ბასკოს მიმდებარედ კომპანიამ ტერიტორია უნებართვოდ შემოსაზღვრა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში