არასრულწლოვანმა მანქანიდან ტელეფონი და ფული მოიპარა

24 ივლისი 2018, 00:00 2097 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილიდან მობილური ტელეფონი და თანხა მოიპარეს. 

დაზარალებული ამბობს, რომ მანქანა რამდენიმე წუთით გააჩერა, თავად კი მაღაზიაში გავიდა. 

უკან დაბრუნებულს ტელეფონი არ დახვდა, ასევე საფულიდან წაღებული იყო დაახლოებით 30 ლარი. სხვა საბუთები და ნივთები კი ადგილზე იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია. დადგენილია არასრულწლოვანის ვინაობა და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია. 

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

აჭარაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქურდობის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევების ნაწილში, არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ. 

ბოლო ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. ბათუმში 4 სავაჭრო ობიექტიდან ფული წაიღეს. 

რამდენიმე დღის წინ კი, ანალოგიური შემთხვევა 26 მაისი ქუჩაზე მოხდა. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ისეთ სავაჭრო ობიექტებშიც კი შედიან, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

ამავე კატეგორიაში