ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს განათლების და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არა აქვთ

24 ივლისი 2018, 00:00 1818 ნახვა

რა უბიძგებს ბავშვებს ქუჩისკენ? “გაეროს ბავშვთა ფონდის” მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოწვევი მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის : სიღარიბე, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია. კვლევის ავტორების რეკომენდაციით, ბავშების ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით აუცილებელია ოჯახების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა.

ხაზგასმულია, რომ აუცილებელია არსებული მომსახურების გეოგრეფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნა აჭარაში. კვლევის თანახამად გამოიკვეთა, რომ ბავშვებს არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე. კვლევის მონაცემებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ქუჩაში დაახლოებით ათას 600 ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ უფროსი ბავშვები მათ ვისაც  ჯერ არ შესრულებიათ 14 წელი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.

ამავე კატეგორიაში