ტემპერატურის  მატების  ფონზე  სასწრაფო  დახმარებას  დღე - ღამეში  300  გამოძახება  აქვს

24 ივლისი 2018, 00:00 4666 ნახვა

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის ფონზე, მედიკოსები აფრთხილებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ხვალ და ზეგ, მოერიდონ შუადღისას მზეზე ყოფნას და მიიღონ ბევრი სითხე.

ეს ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების რისკი, რაზეც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების გამოძახებების გაზრდილი რიცხვიც მეტყველებს. გაზრდილია სეზონული ვირუსული დაავადებების შემთხვევებიც. რისკ-ჯგუფებში არიან ბავშვები და ხანში შესული მოქალაქეები. 

ამავე კატეგორიაში