საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი

25 ივლისი 2018, 00:00 1818 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს უსამძიმრებს. გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიის გამო ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს.

,,ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, ნება მომეცით გამოვხატო თანადგომა ბერძენი ხალხის მიმართ და გამოვთქვა ღრმა მწუხარება საბერძნეთში გაჩენილი საზარელი ხანძრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს მიაყენა ზიანი.

შეგიძლიათ მთელი საქართველოს თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

ამავე კატეგორიაში