ტყიბულის შახტის ხელმძღვანელად მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი დაინიშნება

26 ივლისი 2018, 00:00 1437 ნახვა

ტყიბულის შახტის ხელმძღვანელად მეშახტეების მიერ წარდგენილი კანდიდატი ელდარ ჩაფიძე სავარაუდოდ  დღეს დაინიშნება. მეშახტეების რამდენიმედღიანი აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც "საქნახშირის" დირექტორთან ჯამბულ ჯაყელთან შეთანხმებას მიაღწიეს. ჯაყელის თქმით, ახლა მნიშნველოვანია, რომ შახტში უსაფრთხოების მიმართულებით გატარდეს ღონისძიებები. კომპანიის დირექტორმა მანამდე მეშახტეთა მოთხოვნა კომპანიის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 

ამავე კატეგორიაში