ხანძრის გამო საქართველოს 6 მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

26 ივლისი 2018, 00:00 1752 ნახვა

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. საბერძნეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მათ სტიქიის შედეგად გამოწვეული მძიმე ვითარებისა და სტრესის გამო  დასჭირდათ დახმარება. ერთ-ერთ მათგანს კი დიპლომატის თქმით, ხელი აქვს დამწვარი.  იოსებ ნანობაშვილის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ასეულობით მაშველი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს. ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 79 მოქალაქე.  ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მასთაბური სტქიაი უკვე შეფასდა ნაციონალურ კატასტროფად. ხანძრის ჩაქრობაში საბერძნეთის რამდენიმე ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი საბერძნეთსი გვალვმა გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში