დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში

26 ივლისი 2018, 00:00 7953 ნახვა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება, სავარაუდოდ, აგვისტოში დამტკიცდება.

თვითმმართველობა პროექტის ესკიზზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, გაცილებით ადრე მიიღეს, ვიდრე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გააკეთებდა და ამავე საკითხის გადასაჭრელად მერიას ორგანიზაცია ,,ქართული მარში” მიმართავდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში