ბათუმის ისტორიული იერ-სახის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - კონფერენცია

26 ივლისი 2018, 00:00 2393 ნახვა

ეკონომიკური ზრდის პირდაპირი გარანტია ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაა – ეს იყო ის ძირითადი რაზეც, სხვა არაერთ საკითხთან ერთად დღეს ბათუმში იმსჯელეს.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეეცადნენ ქალაქის მოწყობასა და დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის დაემტკიცებინათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობა. არაერთხელ ითქვა რომ ევროპის ქვეყნებშიც ტურისტები სიძველის სანახავად დადიან და არა შემინული შენობების.

იმსჯელეს საკანონმდებლო ხარვეზებზეც, მათ შორის იმ არაეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც დღესდღეობით მოქმედებს ძეგლების უკანონო დანგრევისას. ცნობისთვის ახლახანს დაანგრიეს ბათუმში ისტორიული შენობა, რომელიც ძეგლის სტატუსის მიმღებთა ნუსხაში იყო შეტანილი.

დღევანდელი კონფერენცია “ბათომისა” და “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” ორგანიზებით ჩატარდა, პროექტს''USAID'' უჭერს მხარს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში