ხულოში ხის გადამამუშავებელი 10 ქარხანა დალუქეს

27 ივლისი 2018, 00:00 2066 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში 10-მდე ხის მერქნის დამამზადებელი ქარხანა დალუქეს. მეწარმეების ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ქედლების, დიაკონძეების, უჩხოს, ღორჯომისა და დანისპარაულის სოფლებიდან, რამდენიმე სახერხი დანაგდარიც წაიღეს.

ადგილობრივების თქმით, მათ დოკუმენტები და შესაბამისი ნებართვები თან ჰქონდათ. ყვებიან, რომ ქარხნების დალუქვის შესახებ ფინანსური სამსახურის თანამშრომლებს განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

ოჯახების ნაწილს მერქნის დამამზადებელი მოწყობილობა ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში ჰქონდათ შეძენილი. ისინი კუთვნილი დანადგარების დაბრუნებას და სამუშაოების გაგრძელებას მოითხოვენ.

მეწარმეების ინფორმაციით, დამატებით გადასახდებისგან გათავისუფლებულები არიან, რადგან აღნიშნულ სოფელში მცხოვრებლები მთის სტატუსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ. 

ამავე კატეგორიაში