28 და 30 ივლისს სოფლების ნაწილს შუქი გაეთიშება

27 ივლისი 2018, 00:00 1668 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლების აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. 

კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, შეზღუდვები გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ხვალ, 28 ივლისს, 10:30-დან 19 საათამდე ხულოს სოფლებში: კორტოხსა და პაქსაძეებში 210 აბონენტს შუქი გაეთიშება. 

30 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე,  ქობულეთში სოფლებს კვირიკეს, სამებას, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს, სულ 949 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. 

შუახევსა და ქედაში - 11:00-დან 19:00 საათამდე 299 აბონენტი დენის გარეშე დარჩება. აღნიშნულ პერიოდში სოფლებს: გულები, ხუნკუდაზენდიდი და ასევე დაბა ქედის ნაწილში, შუქი გაითიშება. 

კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ამავე კატეგორიაში