პასუხი მოქალაქის პროტესტზე

28 ივლისი 2018, 00:00 1383 ნახვა

რატომ აეკრძალა დელტაპლანების მეპატრონეების ნაწილს ფრენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხს მყისიერი რეაგირება მოჰყვება და ფაქტს დეტალურად შეისწავლიან. მოქალაქე ვასილ ტაკიძის ინფორმაციით, მას სანაპირო ზოლში დელტაპლანებით ფრენა "საქნავიგაციამ" აუკრძალა და საფრენი აპარატების შესყიდვის დოკუმენტაცია მოსთხოვეს.მოქალაქემ ეს ფაქტი უკიდურესი ფორმით გააპროტესტა და აჭარის მთავრობას მოსთხოვა შუამდგომლობა, სახელმწიფო უწყებებს მისი საქმიანობისთვის ხელი არ შეეშალათ.

მოგვიანებით, მოქალაქის პროტესტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა შპს "საქნავიგაციის სააგენტომ" განცხადება გაავრცელა: "სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას. ნავიგაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ იმ პირებთან შეხვედრა, რომლებიც ოპერირებენ რეგიონში. 10 ივლისს კი მკაცრად მოითხოვეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.  

ამავე კატეგორიაში