ხელვაჩაურში პეპლების სიმრავლეს უჩივიან

28 ივლისი 2018, 00:00 2112 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პეპლების მომრავლებას უჩივიან. სოფელ თხილნარის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ გამოჩნდა თეთრი პეპელა, რომელიც მისი ვარაუდით ისეთივე მავნეა, როგოც ფაროსანა. შიშობენ, რომ მწერი მოსავალს დააზიანებს. რაც შეეხება ფაროსანას, ხელვაჩაურში მცხოვრებლების თქმით ხდება ტერიტორიების შეწამვლა, რის შედეგადაც ფაროსანას რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით იკლო.

ფაროსანას შეწამვლას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს, ე.წ. ამერიკული თეთრი პეპლების პროგრამას კი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ თეთრ ამერიკულ პეპელაზე მონიტორინგი მიმდინარეობს. სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით მწერის არსებობა დაფიქსირდა, თუმცა მცირე რაოდენობით. ილია სირაბიძის თქმით საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაწამლი სამუშაოებისთვის ტექნიკა გამოიყოფა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში