სამძებრო სამუშაოების მესამე დღე

29 ივლისი 2018, 00:00 1545 ნახვა

სამძებრო ოპერაციის მესამე დღე. მდინარე ჭოროხზე ყველა წერტილი შემოწმებულია, დილიდან მაშველები ზედაპირულ დათვალიერებას ზღვაზე ახდენენ. სამუშაოებში უშუალოდ ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი თოიძე.

პარასკევს საღამოს დაახლოებით 6 საათზე სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხში 60 წლამდე ასაკის კაცი საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.   

ამავე კატეგორიაში