ავტოავარია ბათუმი- ქობულეთის შემოვლით გზაზე

29 ივლისი 2018, 00:00 2197 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე. მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილიდან მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. ავარიისას არავინ დაშავებულა, მომხდარის ზუსტი მიზეზები ჯერ - ჯერობით უცნობია - გამოძიება დაადგენს. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

ამავე კატეგორიაში