ჩრდილოეთის ზღვის კატა “მიშიკო” ქობულეთშია

29 ივლისი 2018, 00:00 6928 ნახვა

ჩრდილოეთის ზღვის კატა “მიშიკო” რომელიც რუსეთის ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გაიპარა ქობულეთშია. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. "მიშიკო"-ს  გადაადგილებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი აკვირდება

. უწყების უფროსის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,   რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთის ზღვის კატა პალიასტომის ტბაში დაფიქსირდა, იყო ანაკლიასა და ფოთშიც.   რუსეთიდან გაპარვის შემდეგ “მიშიკო” ოკუპირებულ აფხაზეთში დაიჭირეს და ცოტა ხნით ბიჭვინთაში ჰყავდათ. იქიდან გაპარვის შემდეგ კი, შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში იმყოფება.

ამავე კატეგორიაში