„რომეო და ჯულიეტა“ -  რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე

29 ივლისი 2018, 00:00 1379 ნახვა

ბათუმი ,,რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალს’’ მასპინძლობს.  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის დასმა  დღეს სპექტაკლი ,,რომეო და ჯულიეტა’’ ითამაშა. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის თეატრი მონაწილეობს. წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს.

21 ივლისიდან სპექტაკლები ფოთის თეატრის შენობის ავარიულობის  გამო სხვადასხვა ადგილას  ტარდებოდა.  რეგიონული თეატრების ფოთის რიგით მე-4  საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლისს მალთაყვის სანაპიროზე  გაიხსნა და  ხვალ ფოთში,  ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში,   სპექტაკლ “ მკვდარი  ქალაქების” ჩვენებით,   დაიხურება.

ამავე კატეგორიაში