კანონპროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ - საჯარო განხილვა

30 ივლისი 2018, 00:00 2590 ნახვა

''ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ'' კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება დღეს ბათუმში. შეხვედრა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა  თეატრში ჩატარდება და დასწრება თავისუფალია. პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენა წელს  იგეგმება.

მანამდე კი საჯარო განხილვები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება და კონსულტაციების ფორმატში წინადადებებსა და შენიშვნებს მოისმენენ. ორგანიზატორების განცხადებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის სასპორტო განათლება, ინფრასტრქუტურის განვითარება და სპორტული მედიცინაა.

განახლებული:

“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” კანონპროექტი განიხილეს დღეს ბათუმში. შეხვედრას, რომელიც  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის  მხარდაჭერით გაიმართა, პარლამენტის წევრებთან ერთად, რეგიონის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და სპორტსმენები  ესწრებოდნენ.   კანონპროექტზე საქართველოს სპორტის სამინისტრო მუშაობს და ის პარლამენტში წლის ბოლომდე შევა.  

ცვლილების მიზანი სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფრასქტუქტურის გაუმჯობესებაა. ასევე უნდა გაიმიჯნოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის როლი და მოვალეობა. კვლევების თანახმად საქართველოში სპორტით მოსახლეობის მხოლოდ 22 პროცენტია დაკავებული, რაც სპეციალისტების შეფასებით დაბალი მაჩვენებელია. 

ამავე კატეგორიაში