ლაშა კომახიძე დღეს მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

30 ივლისი 2018, 00:00 2042 ნახვა

ბათუმის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ლაშა კომახიძე დღეს  მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას  შეხვდა.

ადგილობრივებმა მერს დასახლებაში არსებული პრობლემები გააცნეს. მათი ინფორმაციით, ტერიტორია ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს. პრობლემაა სასმელი წყლის კუთხითაც.  ქალაქის მერის ინფორმაციით, ტერიტორიის პრობლემების ნაწილი უკვე დაიგეგმა ნაწილის მოგვარებას კი მომავალ წელს გაითვალისწინებენ.

ამავე კატეგორიაში