დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

31 ივლისი 2018, 00:00 4748 ნახვა

32 წლის კაცი გარდაიცვალა სამშენებლო სამუშაოების დროს ბათუმში. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მაღალი ძაბვის დარტყმა გახდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი მშენებლობაზე ამწეს მართავდა, რომელიც მაღალი ძაბვის სადენს წამოედო.

შემთხვევა ანგისის ქუჩაზე, გუშინ, მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ამავე კატეგორიაში