''საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები''-დისკუსია

31 ივლისი 2018, 00:00 2282 ნახვა

''საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები'' - დისკუსიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მართავენ.

ღონისძიების მიზანია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობების განხილვა, ევროკავშირის სტანდარტების, არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში