ღამის საათებში სანაპირო ზოლში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

01 აგვისტო 2018, 00:00 9198 ნახვა

დღეს, 1 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე  გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა დაიწყო გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდა.

ღამის საათებში კი უფრო ინტენსიურად მოხდება ღრუბელთა ნაკადის გადმონაცვლება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნალექი დილის საათებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და დაბალ მთიან რაიონებში დაფიქსირდება. 

მოსალოდნელი ინტენსიური ნალექის დროს, სტიქიური პროცესების განვითარების რისკი მაღალია.  მდინარეებსა და მშრალ ხეობებში შესაძლოა ღვარცოფული ნაკადების ფორმირება, უეცარი წყალმოვარდნა და გზებზე გადაადგილების შეფერხება. 

2 აგვისტოს დღის ბოლოს შედარებით შემცირება წვიმის ინტენსივობა, 3-4 აგვისტოს კი შავი ზღვის სანაპიროზე კვლავ ძლიერად იწვიმებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში