ძალოსნობაში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებს მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა

02 აგვისტო 2018, 00:00 1594 ნახვა

ძალოსნობაში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებს მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

მილანში გამართულ 17-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. წარმატებულად იასპარეზა ასევე აჭარის მკვიდრმა ლომია თებიძემ, რომელმაც 77 კგ. წონით კატეგორიაში 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ამავე კატეგორიაში