მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საქმეებსაც შეწყალების კომისია განიხილავდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ყოფილა - შეწყალების კომისიის განცხადება

02 აგვისტო 2018, 00:00 1652 ნახვა

მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საქმეებსაც შეწყალების კომისია განიხილავდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ყოფილა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

აქედან გამომდინარე, კომისიას აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტისთვის რეკომენდაცია არც წარუდგენია. ზვიად ქორიძის თქმით, იმ შემთხევაში თუ დეკანოზი და მისი უფლებადამცველი პირები მიმართავენ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილი ამ თემაზე იმსჯელებს.

ამავე კატეგორიაში