საიუბილეო გამოფენა

04 აგვისტო 2018, 00:00 1335 ნახვა

საქართველოს ხელოვნების სასახლეში დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციის და სამხედრო ძალების ისტორიის ამსახველი ექსპონატები ასევე დამოუკიდებლობის ორიგინალი აქტი გამოიფინა, ისტორიული დოკუმენტი საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. 

კოლექციაში, ასევე, წარმოდგენილი იყო დემოკრატიული საქართველოს გვარდიის ცხენოსანთა პოლკის სამხრეები, ვერცხლითა და ოქროთი დამშვენებული მემორიალური იარაღი, ცნობილი ქართველების მიერ სამხედრო და შინაგან ჯარებში სამსახურის დროს მიღებული წარჩინების ნიშნები, სამხედრო ჩოხა ვერცხლის ქამრით და სხვა უნიკალური ექსპონატები.

ამავე კატეგორიაში